top of page

მოგესალმებათ
თბილისის მწვანე სახლი!
La Maison Verte

მწვანე სახლი ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრია, რომელიც 2006 წელს ქართველი და ფრანგი ფსიქოლოგებისა და ფსიქოანალიტიკოსების ერთობლივი თეორიული და კლინიკური მუშაობის საფუძველზე დაარსდა.

 

ჩვენი
მომსახურება

პრევენციული ჯგუფური თერაპია  0-დან 4 წლამდე ბავშვებისთვის

ფრანსუა დოლტოს მოდელის მიხედვით

ემსახურება ფსიქიკური განვითარების დარღვევების პრევენციას ბავშვებში ადრეული ასაკიდანვე, სანამ ბავშვის მეტ-ნაკლები სიმძიმის პრობლემა გართულდება, ან შეუქცევად ხასიათს მიიღებს.

ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ დედები, მამები, ბებია-ბაბუები ან ოჯახის სხვა წევრები. 

ადრეული განვითარების პროგრამა

ემსახურება 7 წლამდე ბავშვებს მათთვის ბუნებრივ გარემოში (სახლში, საბავშვო ბაღში და სხვ).  გულისხმობს ბავშვის უნარების შეფასებას და დახმარებას გარემოსთან ადაპტაციაში,  ასევე დახმარებას მის ფსიქოემოციურ თუ სხვადასხვა უნარების განვითარებაში.

 

მწვანე სახლი არის  ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მიმწოდებელი.

კონსულტაცია ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის

პირველადი კონსულტაცია ბავშვთან ან მოზარდთან,  როგორც წესი, დედასთან ერთად ტარდება. სურვილის შემთხვევაში კონსულტაციას ესწრება მამა ან ოჯახის სხვა წევრი. თერაპევტი ისმენს ბავშვის პრობლემის ანამნეზს, აკვირდება დედა-შვილის თუ ოჯახის სხვა წევრების ურთიერთობებს. უსმენს ბავშვის დამოკიდებულებასა და რეაქციას თერაპევტისა თუ მშობლების ნათქვამზე.   კონსულტაციის დროს ბავშვისა და მშობლების საჭიროების, ინტერესებისა და  სურვილის გათვალისწინებით შეირჩევა შემდგომი სტრატეგია და მომსახურების ტიპი.

our_services
ქვიშის თერაპია
(Sandplay Theraphy)

თერაპიული სესიების დროს ხდება ფსიქოლოგიური ტრავმის გამოკვეთა-განსაზღვრა და საბოლოო ჯამში, მისი გათამაშება თავისუფალ, უსაფრთხო გარემოში.

Sandplay მკურნალობის ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა ფსიქოლოგიური პრობლემების ფართო სპექტრთან მიმართებაში: ემოციური და ქცევითი პრობლემები, ADHD, შფოთვა, დეპრესია, ადიქცია, პოსტტრავმული სტრესი როგორც ბავშვებსა და მოზარდებში, ისე მოზრდილებში.

ინდივიდუალური ფსიქოთერაპია

ინდივიდუალური კონსულტაციების მიზანია ბავშვისა და ოჯახის ისტორიის, განვითარების ეტაპების, შეფერხბებებისა თუ მნიშვნელოვანი ფსიქიკური და ბიოგრაფიული ასპექტების სიღრმისეული შესწავლა, დეტალური და სრული ანამნეზის ფორმირება და ამის შემდეგ, ანალიტიკური სამუშაოს წარმოება ბავშვთან ან მოზარდთან.

ცეკვით თერაპია

ცეკვის (მოძრაობის)  თერაპია მოძრაობის მეშვეობით გვეხმარება ემოციურ, სოციალურ, კოგნიტურ ინტეგრაციაში; დადებითად აისახება ზოგად ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ის არ გულისხმობს ცეკვის ილეთების სწავლას, ის სრულიად იმპროვიზაციული ფსიქოთერაპიული  ტექნიკაა, სადაც პაციენტის იმპულსი თერაპევტმა უნდა აქციოს  მაკურნებელ ძალად.

ჯგუფური თერაპია

 

ყალიბდება ბავშვების ასაკისა და საჭიროებების მიხედვით და შესაბამისად, შეიძლება სხვადასხვანაირად ფუნქციონირებდეს. თუმცა ფსიქოემოციური დასტაბილურება და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება მნიშვნელოვან ადგილს იკავებს თითოეულ ჯგუფში. 

about
მუსიკით თერაპია

როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური სეანსები.

ჯგუფები დიფერენცირებულია ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებებისა და ასაკის მიხედვით.

თითოეულ ჯგუფში მაქსიმუმ 5-6 ბავშვია გათვალისწინებული

სპეცპედაგოგის მომსახურება

გათვალისწინებულია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც შეფერხება აღენიშნებათ სხვადასხვა კოგნიტური უნარის განვითარების კუთხით და მომზადება სჭირდებათ სკოლისთვის (ყურადღების კონცენტრაციის უნარი,  მოტორიკის, წერა-კითხვის, მასალის აღქმის, გადმოცემის, ანგარიშის და სხვ.).

თეორიული და საგანმანათლებლო მომსახურება

 

2006 წლიდან დღემდე თბილისში მწვანე სახლის თეორიული მუშაობა მოიცავს კლინიკურ სუპერვიზიებს, სემინარებსა და ლექციებს, რომლებსაც ქართველი და ფრანგი კოლეგები ერთობლივად უძღვებიან.

Image by Tomáš Petz

ჩვენ
შესახებ

მწვანე სახლი ბავშვთა და მოზარდთა  ფსიქოლოგიური მომსახურების  ცენტრია, რომელიც 2006 წელს ქართველი და ფრანგი ფსიქოლოგებისა და ფსიქოანალიტიკოსების ერთობლივი თეორიული თუ კლინიკური მუშაობის საფუძველზე დაარსდა. თავდაპირველად ის დიდი ფრანგი პედიატრის, ბავშვთა ფსიქიატრისა და ფსიქოანალიტიკოსის - ფრანსუაზ დოლტოს მიერ შექმნილი „La Maison Verte“ (მწვანე სახლი)  მოდელით შეიქმნა, რომელიც ბავშვთა ფსიქიკური განვითარების დარღვევების პრევენციის მიზნით 0-დან 3 წლამდე ბავშვებსა და მათ მშობლებს ემსახურებოდა.

წლების მანძილზე თბილისის მწვანე სახლის  მომსახურება გაფართოვდა   და დღეს პრევენციასთან ერთად ის უკვე არაერთ თერაპიულ სერვისს სთავაზობს  ბავშვებს, მოზარდებს და მათ მშობლებს ფსიქიკური, ფსიქო-აფექტური, განვითარების, ქცევის თუ სხვა დარღვევების  შემთხვევაში.   

 

მწვანე სახლში პრევენციული და  თერაპიული   მუშაობა  ბავშვებთან, მოზარდებთან და მათ ოჯახებთან ძირითადად  ფსიქოანალიტიკური თერაპიის  პრინციპებს ეფუძნება. ბავშვთა ფსიქოანალიტიკური თერაპიის ისტორია მეოცე საუკუნის დასაწყისიდან იწყება  და  დღეს ის წარმოადგენს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპიის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას, რომელიც  საუკუნოვან კლინიკურ გამოცდილებასა და მდიდარ  თეორიულ ცოდნას ეფუძნება. ამავე დროს ფსიქოანალიტიკური მიდგომა აღიარებს და ითავსებს იმ თერაპიულ და სასწავლო მიდგომებს, რომელიც ითვალისწინებს   ბავშვის პიროვნულ, ინდივიდუალურ თავისებურებებს, ამა თუ იმ სიმპტომის თუ ქცევის ფსიქიკურ მიზეზებს  და არაძალადობრივი ფორმით ცდილობს დაეხმაროს  ბავშვს განვითარებაში.

დაარსებიდან დღემდე მწვანე სახლის გუნდს სისტემურ პროფესიულ დახმარებასა და ზედამხედველობას უწევენ პედოფსიქიატრები, ფსიქოლოგები და  ფსიქოაანალიტიკოსები ფრანგული ასოციაცია - Espace analytique. სწორედ მათი მონაწილეობით და მწვანე სახლისა და საფრანგეთის საელჩოს დახმარებით არაერთი კონფერენცია და სასემინარო კურსი გამართულა თბილისის სხადასხვა უნივერსიტეტში. მწვანე სახლიც სისტემატურად მასპინძლობს კოლეგებსა და სტუდენტებს სტაჟირებისა და პრაქტიკისთვის, პროფესიული დისკუსიებისა თუ სემინარებისთვის.   

მწვანე სახლი

მწვანე სახლი

მწვანე სახლი
Search video...
ოლივიე დუვილის ლექცია -"იდეალის ძალადობა მოზარდობის ასაკში"

ოლივიე დუვილის ლექცია -"იდეალის ძალადობა მოზარდობის ასაკში"

01:18:38
Play Video
ოლივიე დუვილის ლექცია- "ტრავმატული ნევროზი და ტრავმატული სიგიჟე"

ოლივიე დუვილის ლექცია- "ტრავმატული ნევროზი და ტრავმატული სიგიჟე"

01:22:35
Play Video
ორელი გრანმუჟენის ლექცია- „ რას ნიშნავს, იყო ფსიქომოტორული განვითარების სპეციალისტი“

ორელი გრანმუჟენის ლექცია- „ რას ნიშნავს, იყო ფსიქომოტორული განვითარების სპეციალისტი“

01:24:20
Play Video

პარტნიორები

ESPACE ANALYTIQUE

პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაცია

La France en Géorgie

საფრანგეთის საელჩო საქართველოში

Espace Géorgien pour la psychanalyse

ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე

Psychomotricité en action (PEA)

ფრანგულ ფსიქომოტორიკოსთა ასოციაცია 

Picture1.webp
logo_edited.jpg
2.png
asso-PEA_edited.jpg

ADRHEN Santé

ჯანდაცვის სფეროში სოციოლოგიური კვლევების ფრანგული ასოციაცია

Fondation de France

ფრანგული ფონდი 

TBC Bank

 საქციო საზოგადოება "თიბისი ბანკი"

IWAG - International Women's Association, Georgia

ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო

Picture1.png
download.png
download (1).png
Screenshot_4.jpg

კონტაქტი

download.jpg

თბილისი, ჩიტაიას ქ. 17

 

 +995 599 649 067

ჩვენი მისამართია

ორშაბათი - კვირა

სამუშაო დღეები
მოგვწერეთ
contact

მადლობა წერილისთვის!

bottom of page