top of page

ისტორია

Image by Steve Johnson

ჩვენი ისტორია

1996 წელს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო “საქართველოს ფსიქოთერაპევტთა და კლინიკურ ფსიქოლოგთა ასოციაციის” და ფრანგული ასოციაციის “Espace Analytique” მჭიდრო პროფესიული ურთიერთობა.

 

ფრანგი სპეციალისტები (ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ფსიქოანალიტიკოსები) სისტემატურად ატარებდნენ თბილისში ლექცია-სემინარებს თემაზე: ბავშვთა ფსიქიკური დარღვევები, ფსიქოთერაპია და ფსიქოანალიზი.  2005 წელს ქართულ ენაზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და თბილისის ა.დიუმას სახ. ფრანგული კულტურის ცენტრის ხელშეწყობით გამოიცა ფრ. დოლტოს ნაშრომი “ცხოვრებისეული სირთულეები”.

 

2006 წელს საქ. ფსიქოთერაპევტთა და კლინიკურ ფსიქოლოგთა ასოციაციის ერთმა ჯგუფმა ასოციაციის პრეზიდენტის, პროფ. რევაზ კორინთელის ხელშეწყობით თბილისში პირველი მწვანე სახლი გახსნა. (პროექტი დააფინანსა ფონდმა “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში” (GIP) და ბანკმა “თი-ბი-სი”) შემდეგ ფინანსური დახმარება გაუწია “ავერსი-ფარმამ,”  საფრანგეთის საელჩომ საქართველოში და ფრანგულმა  ფონდმა “Fondation de France”.

 

2009 წლიდან ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი “მწვანე სახლი” ჩამოყალიბდა ცალკე ასოციაციად.

 

2011 წლიდან მწვანე სახლი ფუნქციონირებს ფრანგული პროფესიული ასოციაციებისა და  უცხოელი სპეციალისტების ფინანსური მხარდაჭერით.

 

მწვანე სახლმა დღემდე 500- ზე მეტი ბავშვი მიიღო.  პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებთან ერთად  აქ დადიოდნენ სხვადასხვა სიმძიმის ფსიქიკური პრობლემის მქონენი. მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გაუუმჯობესდა ყველას, ვინც სისტემატურად იარა, გვქონდა შემთხვევები, როცა აუტიზმის და ფსიქოზის დიაგნოზის დროსაც კი ბავშვი პრაქტიკულად გამოვიდა მდგომარეობიდან და ნორმის ფარგლებში განვითარდა.

bottom of page