top of page
Search
maisonvertegeo

39 ფრანგული პროფესიული ორგანიზაციის წერილი პრესას

მცდარია მოსაზრება, რომ აუტიზმი არის ნევროლოგიური დარღვევა. ცხადია, ჰიპოთეზა აუტიზმის ბიოლოგიური წარმოშობის შესახებ ანგარიშგასაწევია. მკვლევარები ინტენსიურად იკვლევენ ამ პათოლოგიის ნევროლოგიური ლოკალიზაციის საკითხს, ჰორმონალურ და გენეტიკურ წარმოშობას. მაგრამ ეს კვლევები არ იძლევა უფლებას, რომ აუტიზმის ორგანული წარმოშობა ერთმნიშვნელოვნად ვამტკიცოთ. აუტიზმის დროს საქმე ეხება სხვადასხვა პრობლემების ერთობლიობას, რომელთა მიზეზი სავარაუდოდ უნდა ვეძებოთ როგორც ორგანიკასა და ფსიქოპათოლოგიაში, ასევე ბავშვის გარემომცველ სიტუაციასა და პირად ისტორიაში.


ამასთან, აუტიზმის წარმოშობის შესახებ კამათი აზრს კარგავს, როცა საქმე მკურნალობას ეხება. ბავშვის განვითარება მხოლოდ და მხოლოდ თერაპიული ურთიერთობებით მიიღწევა, მაშინაც კი, როცა აუტიზმის მიზეზები მხოლოდ ორგანული ჰგონიათ.

ბავშვთა აუტიზმის დღევანდელი რაოდენობრივი ზრდა (დაახლ. იყო 2000-დან 1 ბავშვი, ახალი მონაცემებით კი 1 ბავშვი 150დან), უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია DSM IV-ის კლასიფიკაციის კრიტერიუმების შეცვლით.


დიაგნოზები - ”განვითარების დარღვევები” და ”აუტისტური სპექტრის აშლილობა” მნიშვნელოვნად გაფართოვდა, ადრინდელთან შედარებით პათოლოგიათა გაცილებით დიდი არეალი მოიცვა. (ბავშვთა შიზოფრენია, განვითარების დისჰარმონია და სხვ.), რამაც დიაგნოსტიკურ აღრევამდე და მიდგომის უნიფიცირებამდე მიგვიყვანა. გაფართოებული დიაგნოზი არ ითვალისწინებს თითოეული ბავშვის თავისებურებებს, რის გამოც მიდგომა ნაკლებად ფაქიზია და ნაკლებად ზუსტი.

აუტიზმის დიაგნოზის სწრაფად, ადრეულ ასაკშივე დასმამ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს, რადგან მცირეწლოვან ბავშვებში კლინიკური სურათი ასაკთან ერთად იცვლება. ეს სახიფათოა, რადგან ადრეული ასაკიდანვე დიაგნოზის დადასტურება იმდენად მატრამვირებელი შეიძლება აღმოჩნდეს როგორც ბავშვის, ასევე მისი მშობლებისათვის, რომ შეიძლება ხელი შეუწყოს მდგომარეობის დამძიმებას და დამღუპველი შედეგი იქონიოს ბავშვის განვითარებაზე. ამასთან, მშობლებს დრო სჭირდებათ, რომ შვილის მძიმე პათოლოგიას შეეგუონ და ეს დრო თითოეულისთვის ინდივიდუალურია.


მცდარია აზრი, რომ ფსიქოანალიზი არაეფექტური და არაადაფტირებულია აუტისტი ბავშვებისათვის.


უპირველეს ყოვლისა, ფსიქოანალიზი არ არის მეთოდი. ფსიქონალიზის წიაღში არაერთი განსხვავებული მიდგომა არსებობს. ზუსტად ისე, როგორც მაგ. კოგნიტივიზმი მოიცავს სხვადასხვა მიდგომას.


აუტისტ ბავშვთან მუშაობისას ფსიქოანალიზის მიზანი არის შიშის ჩაქრობა ბავშვში, ინტერესების გაღვიძება და ათვისების უნარის გაუმჯობესება, ფსიქოანალიზი საშუალებას აძლევს ბავშვს ჰქონდეს არჩევის საშუალება, სიამოვნება მიიღოს ემოციური ურთიერთობებისაგან. ამასთან ის ეხმარება მშობლებს, გააცნობიერონ და დაძლიონ ძლიერი დანაშაულის გრძნობა, რომელიც ძალზე ხშირად ამძიმებს მათ ყოფას.


ფსიქოანალიტიკური სამუშაო ხანგძლივია და შედეგი მექანიკური კრიტერიუმებით არ იზომება. ფსიქოანალიტიკური მიდგომები და აღმზრდელობითი-სასწავლო მეთოდები ავსებენ, მაგრამ არ ცვლიან ერთმანეთს. პრობლემა არის არა მეთოდში, (ფსიქოანალიზი, კოგნიტური, პედაგოგიური), არამედ თითოეულ ბავშვისადმი მის მორგებაში. ყოველი მეთოდი მაშინ უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებას, როცა ის გამოყენებულია ინტენსიურად, სისტემატიურად და დასაბუთებულად ინტეგრაცია სკოლაში რიგ შემთხვევებში არის შესანიშნავი ბიძგის მიმცემი აუტისტი ბავშვისათვის, რიგ შემთხვევებში უბრალოდ დახმარებაა, ზოგჯერ კი დასანანი მარცხის მომტანი და ზოგჯერ აუტანელი სატანჯველი ბავშვისთვის.


სკოლაში ინტეგრაციისთვის შეთავაზებული პედაგოგიური ტექნიკები ვერანაირად ვერ ცვლის ვერც ფსიქოთერაპიულ, და ვერც აღმზრდელობით-სასწავლო ტექნიკას. მათ შორის არჩევანის გაკეთება არ არის საჭირო. წინსვლისთვის საჭიროა ამ სამივე მიდგომის ურთიერთშეთანხმება თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურად, მათი პიროვნული თავისებურებების გათვალისწინებით.


1 view0 comments

Commentaires


bottom of page