თუ აუტისტი ბავშვი გყავთ, ალბათ გსმენიათ ABA-თერაპიის (ქცევის გამოყენებითი ანალიზის) შესახებ. მიიჩნევა, რომ ეს არის საუკეთესო და ყველაზე ეფექტური ინტერვენცია აუტიზმის დროს.
გარკვეულად შეიძლება ეს სიმართლეა, თუმცა დამოკიდებულია თქვენეული „ინტერვენციის“ განსაზღვრებაზე. თეორიულად ითვლება, რომ ABA თერაპიის (ქცევის გამოყენებითი ანალიზის), უპირატესობა საუკეთესო შედეგის მისაღწევად დამტკიცებულია.
თუმცა, სამწუხაროდ, სინამდვილე არც ასეთი ვარდისფერია!
ვიცით კი ნამდვილად, რა არის აუტიზმი?!
აუტიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის.პრაქტიკულად დარწმუნებულები ვართ, რომ მას კავშირი აქვს ტვინთან, მაგრამ არ ვიცით, რა იწვევს მას. ფსიქოლოგია განწირულია, რადგან ფსიქოლოგია არის ფილოსოფია, დაფუძნებული სოციალურად კონსტრუირებულ აზრზე. აუტისტ ბავშვებს კი არ აქვთ მიდრეკილება,მიიღონ სოციალურად კონსტრუირებული აზრი.
აუტიზმს სწავლობს ფსიქიატრიაც, რომელიც ცდილობს, გამოიყენოს ქიმიური პრეპარატები ტვინის მექანიზმების რესტრუქტურიზაციისთვის, რათა ადამიანი მოერგოს სოციალურ წესებს. ასევე იყენებენ სენსორულ თერაპიებს, ალტერნატიულ საკომუნიკაციო სისტემებს, ენისა და მეტყველების თერაპიის მრავალ ფორმას, ოკუპაციურ თერაპიას და სხვა მიდგომებს. თითოეული მათგანი საკუთარ არასრულ გეგმას გვთავაზობს „რთული ბავშვის“ კონტროლისთვის.
არაერთი თერაპევტული საშუალებისა თუ ახსნა-განმარტებების მიუხედავად, აუტისტი ბავშვის მშობლები და მასწავლებელები იმყოფებიან პატარა სუბიექტთან, რომელსაც უცნაური, არაპროგნოზირებადი ქცევა აქვს.
მისი მანერები ყოველთვის არ ექვმდებარება ახსნას. ერთიდაიგივე ქცევა, სიბრაზის კრიზები - გაუგებარია საიდან მოდის. რთულია აუტისტ ბავშვთან ერთად მაღაზიაში წასვლა, რადგან, როგორც ამბობენ, შესაძლოა გარკვეულმა სიტუაციებმა ხელი შეუწყოს მის გაღიზიანებას.
სწორედ ამიტომ, საჭიროა გასაღები მოეძებნოს იმ ქცევებსა თუ ჩვევებს, რომლებიც არღვევს და უფუნქციოს ხდის ყოველდღიურ ცხოვრებას.
სხვა ქცევების დიფერენციალური განმტკიცება
აუტისტი ბავშვების ქცევა ხშირად გაუგებარია მშობლებისა და მასწავლებლებისთვის. ისინი აკეთებენ ისეთ რამეს, რაც შეიძლება უცნაურად ან აგრესიულად მოგეჩვენოთ. ზოგჯერ თავსაც იზიანებენ.
ასეთ შემთხვევებში ABA– ს სტანდარტული მიდგომა არის გარკვეული სახის დიფერენციალური განმტკიცების პროცედურის შექმნა, რითაც ის ცდილობს პრობლემური ქცევა სხვა რამით შეცვალოს. ამ პროცედურებს სხვადასხვა სახელები აქვთ, მაგრამ აი საბაზისო იდეა:
1. პრობლემური ქცევის იდენტიფიცირება;
2. ამ ქცევის გამომწვევი სტიმულების ამოღება;
3. მიაწოდოს წამახალისებლები, რათა მიიღოს სასურველი ქცევა.
ეს არის ის, რასაც ეძახიან სხვა ქცევების დიფერენციალურ განმტკიცებას ანუ DRO. მე ვთვლი, რომ სხვა ქცევების დიფერენციალური განმტკიცება არის პროცედურა, რომელსაც ყველაზე ხშირად გამოიყენებენ ქცევის ანალიტიკოსები, რადგან, ეს ქცევის ცვლილებების კონცეპტუალიზაციის უმარტივესი გზაა მრავალი ადამიანისთვის. თუ მათ დავუსვამთ კითხვას „რა იწვევს ქცევას?“ ბევრი ქცევითი ანალიტიკოსი იტყვის, რომ ქცევის ანალიზის გამოყენება განაპირობებს რთული ქცევის შემცირებას მომავალში.
ტექნიკურად ეს სიმართლეა. გარკვეული გზით გამოყენების დროს, განმტკიცება, ჩაქრობა და დასჯა არის ქცევითი პროცესები, რაც ფაქტობრივად გამოიწვევს ქცევების სიხშირის ცვლილებებს. ქცევითი ანალიზი, ეს არის ადამიანის ქცევის მეცნიერება. ეს არ არის პროგრამა ან პროცედურების ერთობლიობა, ეს არის ქცევის მიზეზების მეცნიერული გამოკვლევა. ამრიგად, თუ ქცევით ანალიზს იყენებენ აუტისტი ბავშვების ქცევის გასაკონტროლებლად, ჩვენ, ქცევას კი არ ვაკონტროლებთ , პირიქით, ვცდილობთ, აზრი მივცეთ მათ ქმედებას, და დავეხმაროთ რაღაც უკეთესად გააკეთონ.
როცა ტერმინი- ქცევის გამოყენებითი ანალიზი, აღარაფერს აღნიშნავს , გარდა ქცევის ზედმიწევნით კონტროლისა, მე მიმაჩნია, რომ ეს ძალიან სავალალოა აუტისტი ბავშვისთვის.
... მოდით სხვაგვარად შევხედოთ ქცევით ინტერვენციას.
მიდგომას, რომელსაც მე ვიყენებ,დიდ წინააღმდეგობას ხვდება ქცევის მართვაზე მომუშავე პირებისგან. ჩემი მიდგომა არასწორია ყველასთვის,ვინც ქცევას განიხილავს სარგებლიანობის ან უსარგებლოს, კარგის და ცუდის თვალსაზრისით.
ეს მიდგომა გულისხმობს, რომ ბავშვს კი არ ჩამოვართვათ, პირიქით, მივაწოდოთ ის, რაც სჭირდება , როდესაც ცუდად იქცევა.
ABA-თერაპევტებისთვის ეს იქნება სტანდარტული პროცედურების დარღვევა. ეს მოითხოვს პირდაპირ რეაგირებას და დამხმარე აქტივობებს ბავშვის პრობლემური ქცევის გამოვლენის დროს. ეს არის მიდგომა, რომელიც აღიარებს მათი პრობლემური ქცევის ადაპტაციურ ბუნებას, და ასევე თვლის, რომ ეს ქცევა არის პრობლემური იმიტომ, რომ ძნელად სამართავია სხვებისთვის.
ქვემოთ აღწერილი მიდგომა მარტივია: განსაზღვრეთ ის, რაც ბავშვს სჭირდება და დაეხმარეთ მის მიღებაში.
ჩემი კოლეგებისთვის ეს აშკარად ცუდი ქცევების განმტკიცების რეცეპტია. მათი აზრით, ეს გააუარესებს რაღაცეებს. ფიქრობენ, რომ ასე ბავშვს შევუქმნით მოტივაციას , რომ ცუდად მოიქცეს, რადგან ეყრდნობიან პრინციპს -რომ დაჯილდოება არის უფრო მეტად მნიშვნელოვანი ბავშვისთვის, ვიდრე პრობლემის შეძლებისდაგვარად სწრაფად გადაჭრა.
ჩემი გამოცდილებით კი ეს აზრი უსაფუძვლოა. აუტისტი ბავშვების უმეტესობას უფრო საკუთარი პირობების წაყენება აინტერესებს, ვიდრე მილოცვებისა და ჯილდოების მიღება. უფრო მეტიც, გამოცდილება ადასტურებს, რომ ჩვენი მიდგომა კი არ აძლიერებს, პირიქით, უმეტეს შემთხვევაში, ცუდი ქცევის სწრაფ შემცირებასაც იწვევს. ჩვენ რთული ქცევის მნიშვნელობას არ ვაკნინებთ, იდენტიფიცირებას ვუკეთებთ მათ და ვადგენთ პროცედურებს მათ მოსაგვარებლად, მაგრამ ჩვენ არ ვზღუდავთ, არ ვკრძალავთ წახალისების მიღების შესაძლებლობას.
ქცევის აღკვეთა,რასაც „ქცევის ჩაქრობას“ უწოდებენ , აუტისტ ბავშვს ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს,რადგან ის ქცევის საშუალებით უხსნის მასზე მზრუნველ ადამიანებს საკუთარი პრობლემის შესახებ. ბავშვისთვის ეს ქცევა არის ერთგვარი მიზანი. ის, რასაც ამ ქცევების შედეგად იძენს, ჯილდოზე მეტია მისთვის. ხშირად ეს არის მზრუნველების ყურადღება ანუ უსიამოვნო სიტუაციიდან თავის დაღწევა. იმისთვის, რომ აუტისტი ბავშვები გაექცნენ უსიამოვნო სიტუაციას, ხშირად ვინმეს დახმარებას საჭიროებენ, ბავშვები ყურადღებას იქცევენ სხვადასხვა საშუალებით, რათა დახმარება მოიპოვონ.
აუტისტი ბავშვები ადაპტირდებიან თავიანთ ქცევებთან, რათა დაიცვან საკუთარი თავი.
პრობლემური ქცევა წარმოადგენს საშუალებას, რომლის მეშვეობით აუტისტი ბავშვი თავს იცავს აღქმული საფრთხეებისა და მტკივნეული გარემოებებისგან. აუტისტი ბავშვი მარტოსულად გრძნობს თავს სამყაროში, ის მხოლოდ საკვებით შევსებას კი არ ითხოვს, არამედ მას უნდა დავეხმაროთ რომ თავი იზოლირებულად არ იგრძნოს. ყოველდღიური სტიმულები შესაძლოა საშიშად მოეჩვენოს და ამან არაადეკვატური რეაქცია გამოიწვიოს ბავშვთან, რომელიც თავის დაცვას სწავლობს.
ისინი ებრძვიან ამ სტიმულებს, მანიპულირებენ, გაურბიან ან ხანგძლივ განმეორებად მოქმედებებს სჩადიან, რათა ყველა ეს სტიმული მოიშორონ. მათი ეს დამცავი ქცევა არ არის კოორდინირებული და შეიძლება საფრთხესაც უქმნიდეთ, თუმცა თვითონ ამას ვერ ხვდებიან. ყველა ამ საფრთხის შემცველ ქმედებას აქვს სათავე.
აღმზრდელების მხრიდან აკრძალვამ, იქნებ ფიზიკური საფრთხე აარიდოს კიდეც თავიდან, მაგრამ ბავშვის ფსიქიკურ პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს. აკრძალვა ტოვებს მათ დამცავი საშუალებების გარეშე, რაც მათთვის გაუგებარ სამყაროში საფრთხისგან დასაცავად სჭირდებათ.
ABA მიდგომის თანახმად, ბავშვებს, რომლებსაც აქვთ არასასურველი ქცევა, ჩამოაცილებენ მათთვის სასურველ სტიმულს, ხოლო მისაღები ქცევის გამოვლენის შემთხვევაში დააჯილდოვებენ სხვადასხვა სტიმულებით. თუმცა ამ დროს მათი ემოციური რეაქციები უგულვებელყოფილია.
ომიდან პოსტტრავმული სტრესული აშლილობებით დაბრუნებული ჯარისკაცები მკურნალობას დიდი სიფრთხილით, სისტემატური დესინსიბილიზაციის პროგრამის ფარგლებში გადიან.კარი რომელიც ჯახუნობს, მანქანის ძრავი, რომელიც გრუხუნებს, მათ ახსენებთ ბომბების აფეთქებას და სიკვდილს. ამ სტიმულების სიმძაფრე ნელ -ნელა და ფრთხილად ქრება, იმ ზომით, რომ ჯარისკაცი სწავლობს მათ უპასუხოს და ისინი მიიღოს იმ ფორმით როგორც არის. სწავლობს მათზე რეაგირებას.
DRO-ს (სხვა ქცევების დიფერენციალური განმტკიცება) სტანდარტული პროცედურის გამოყენება აუტისტ ბავშვთან, იგივეა, რაც საწოლზე მიბმული ჯარისკაცისთვის იარაღის საფეთქელთან მიშვერა მანამდე, სანამ კრუნჩხვას არ შეწყვეტს.
არ შეიძლება ინტერვენციის დროს ემოციური ფაქტორების უგულვებელყოფა!!!
დაფიქრდით სტანდარტულ პროცედურაზე, რომელიც იმ აუტისტ ბავშვთან ტარდება, რომელიც უარს ამბობს საკვებზე ან ჭამს ძალიან ცოტას. პროცედურა, რომელიც მე ვნახე, გულისხმობს არასასურველი საკვების მიტანას ბავშვის სახესთან , მანამ სანამ ის არ ჩაიდებს კოვზს პირში და არ მიიღებს საკვებს. ამ ტიპის სამკურნალო სეანსები შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს, რა დროსაც ბავშვი მოქცეულია მაგიდასა და თერაპევტს შორის, რომ ვერ გაიქცეს. ის იბრძვის, შესაძლოა ურტყამდეს წიხლებს მასწავლებელს, აფურთხებდეს , ყვიროდეს,კბენდეს... ამ დროს ხდება დიდი რაოდენობით ნერწყვდენა, ლორწოს გამოყოფა, ოფლიანობა, კანი წითლდება, სუნთქვა აჩქარებულია. ეს დამღლელი პროცესია როგორც ბავშვის, ასევე მასწავლებლისთვისაც.
თუ მოსწავლე ოდესმე გახსნის პირს, მაშინვე კოვზით უდებენ პირში საკვებს და კოვზით დაბლოკავენ გადმოფურთხების მცდელობას. თუ ის გადაყლაპავს საკვებს (და დაახლოებით 30 წამის განმავლობაში მშვიდად იქნება) საყვარელი საკვების მცირე ნაწილს მისცემენ და შეაქებენ. სავარაუდოდ, ეს არის განმტკიცება, რომელმაც უნდა გაზარდოს ალბათობა იმისა, რომ შემდეგში მოსწავლე უფრო მოკლე დროში დათანხმდება პირის გაღებასა და საკვების მიღებას. თუ ასე მოიქცა, კეთდება პაუზა შემდეგ შეთავაზებამდე. ამ პერიოდის განმავლობაში, შეიძლება გულისცემა და სუნთქვა შენელდეს. ოფლიანობა, კანის სიწითლე, სხეულის ტემპერატურა შემცირდეს... შემდეგ ხელახალი პროცედურა იწყება:კოვზი ისევ მიაქვთ ბავშვის პირთან; ბავშვი ისევ იბრძვის. ადრენალინი ხელახლა იწევს მის სისხლში და ამზადებს მას ბრძოლისთვის.
ამ სეანსში დარტყმა, ფეხის კვრა, მიფურთხება, სიტყვები, რომლითაც მოსწავლე უყვირის თავის თერაპევტს, შეიძლება იყოს დასწავლილი ქცევის და კოორდინირებული მოქმედების მაგალითები.
მაგრამ რას იტყვით ტირილზე, ოფლიანობაზე, გულისცემის გახშირებაზე, კანის სიწითლეზე, ნერწყვდენაზე, ლორწოს გამოყოფაზე და ა.შ.?
ეს არის ქცევები, რომლებიც დაკავშირებულია ემოციასთან. სტანდარტული პროცედურის ფარგლებში, ნასწავლი ქცევის სიძლიერე ფასდება ინტერვენციის დაწყებამდე. ჩვენ ვზომავთ ქცევას. ჩვენ ვიცით რა ხდება ჩვეულებრივ და ბავშვისთვის რთულ მომენტში. ჩვენ განვიხილავთ შეცდომებს და ჩვენს მიერ შემუშავებულ პროცედურებში ვცდილობთ სტიმულებით გავამდიდროთ კარგი ქცევა. ჩვენ ვითვალისწინებთ განმტკიცების ხარისხს და რაოდენობას.
მაგრამ ქცევის ბევრ ანალიტიკოსს არ აინტერესებს ინტერვენციების დროს ფიზიკური და ემოციური შედეგები. ისინი არ აფასებენ ტრავმის დონეს, რომელსაც შეიძლება თვითონვე იწვევდნენ. რატომ არის,რომ თერაპიებით მიღებული ემოცია სხვა ფაქტორების გაქრობისთანავე არ ქრება?ემოციის ეს გამოვლინებები აშკარად გამოიხატება,როგორც კი ინტერვენცია იწყება.
ქცევა მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია აუტისტური მდგომარეობის.
ერთ-ერთი კრიტიკა, რომელსაც ხშირად ვიღებთ ქცევის ანალიტიკოსებიდან, არის ის რომ, ჩვენ ძალიან ვამარტივებთ საგნებს და ვერ ვწვდებით ადამიანის გამოცდილების სირთულეებს. მე ვაფასებ ამ კრიტიკას. მესმის საიდან მოდის. მაგრამ მე არ ვიტყოდი,რომ საქმე ეხება ქცევის ანალიზის შეზღუდვას.
იმის გამო, რომ ჩვენ ვსწავლობთ ქცევას ემპირიულად, ანუ იმის საფუძველზე, რასაც შეგვიძლია დავინახოთ და დავაკვირდეთ, ჩვენ მხედველობიდან გვრჩება ბევრი მნიშვნელოვანი რამ. ქცევის ანალიტიკოსებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ქცევის გამარტივებული ერთეულები, ცვლადები, გამარტივებულია ექსპერიმენტული ანალიზისთვის და ის მხოლოდ მთლიანი ექსპერიმენტის, გლობალური სურათის მხოლოდ ნაწილია.
ხშირად ამბობენ, რომ აუტისტი ბავშვები კარგად მიჰყვებიან მკაცრად სტრუქტურირებულ რეჟიმს. ეს მართალია. შედგენილი რუტინული სისტემა კარგად გამოსაყენებელია ბავშვთან დღის დაგეგმვისთვის. მაგრამ რა მოხდება, თუ რამე ხელისშემშლელი აღმოჩნდება ამ დაგეგმილ ქმედებაში? ვთქვთ, ბავშვი ყოველდღე, სადილის შემდეგ, მიდის ხელოვნების კლასში, საღებავების სუნი მას ახსენებს იმ დროს, როდესაც საღებავებით არეულობა მოაწყო და ამის გამო საყვედური დაიმსახურა. მისი გადმოსახედიდან, საღებავი პოტენციურად საშიშია, რადგან იგი ასოცირდება საყვედურთან, პოტენციურად საშიშია ის ოთახიც, რომელსაც აქვს საღებავის სუნი. იმის ცოდნა, რომ ის ყოველდღე, სადილის შემდეგ წავა ამ ოთახში, მას აძლევს მიზეზს, რომ კვების დროს ინერვიულოს.
ამ ფენომენზე, მრავალჯერადი დაკვირვების შედეგად, დასკვნა იქნება ის, რომ ის ამას აკეთებს ყურადღების მისაქცევად, და ახალი წერილობითი აღწერითი პროცედურა მასზე მზრუნველებს ავალებს, რომ იგნორირება გაუკეთონ, როდესაც ის უარს ამბობს ჭამაზე. ასეთი ყურადღება არ გამოამაჟღავნებს ფაქტს- „ტკივილის სუნი“ ხელოვნების ოთახში-ეს სწორედ ისააამ რაც სინამდვილეში იწვევს პრობლემას.
ხელოვნების ოთახისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი სიგნალს აძლევდეს მას, რომ იგი უახლოვდება უსიამოვნო მომენტს და ეს იწვევს პრობლემურ ქცევებს. ეს შესაძლებელია დაიწყოს დილით, გაღვიძებისთანავე.
და თუ მათ გავაკეთებინებდით რაღაცეებს თავიანთი კეთილდღეობისთვის, განა ეს ცუდი იქნება?
ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ის წინამორბედი მოვლენები და სტიმულები რომლებსაც ქცევა მოჰყვება,რათა ბავშვები ცოტა მაინც გავათავისუფლოთ ზეწოლისგან. შეგვიძლია ნება დავრთოთ, რომ უარი თქვან ხელოვნებაზე, მაგრამ თუ ეს მტკივნეული მოვლენები სასადილო ოთახში, კლასში ან სათამაშო მოედანზე მოხდება? თუ ისინი მხოლოდ საკუთარი რითმით წავლენ, შესაძლოა სრულიად მოერიდონ ამ გარემოს და ვერასდროს მიიღონ აუცილებელი გამოცდილება და ამიტომ ხშირად ვალდებულები ვართ, მათ წინააღმდეგობა გავუწიოთ. მაგ. მოსწავლე,რომელიც უარს ამბობს ჭამაზე, არასწორი კვების რისკის წინაშე დგას, მაგრამ ნუთუ მიზანი ამართლებს საშუალებას?!
მაგრამ ფსიქიკური ტანჯვა და ტრავმატიზაცია, რომელსაც ვიწვევთ ასეთი მიდგომების გამოყენებით?!
მე ვფიქრობ, რომ აუტისტ ბავშვებში ნებისმიერმა გარე სტიმულმა შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური ტანჯვა და ტრავმა. ზაფხულში, მანქანაში ჯდომისას, შეგვიძლია ჩამოვწიოთ დამცავი და მოვიჩრდილოთ, გრილი ჰაერი გამოვუშვათ,მაგრამ აუტისტი ბავშვები ავტომატურად ვერ სწავლობენ. სწავლის უნარის შეზღუდვა იმას კი არ ნიშნავს, რომ გაგიჭირდებათ სკოლაში სწავლა. არამედ იმას, რომ თქვენ შეიძლება ვერ ისწავლოთ ყველაფერი ისე, როგორც სწავლობენ სხვები. აუტისტ ბავშვებს შესაძლოა არ ჰქონდეთ საფუძველი იმის გასაგებად, თუ რატომ არის მანქანაში აუტანელი სიცხე და როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება.
მე არასოდეს მინახავს საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდეს ასწავლოს ბავშვს მანქანის კონდიცირების კონტროლი. ჩვენ, ჩვეულებრივ, „ვბლოკავთ“აუტიზმის მქონე ბავშვს, როცა კონდიციონერის ჩართვას ცდილობს, არ ვაძლევთ ამის უფლებას, რომ არ გატეხოს. მაშასადამე, მარტო ვტოვებთ ამ მტკივნეული შეგრძნებებით, შვების გარეშე. ის ნერვიულობს და ალბათ საკუთარ თავს ეკითხება: „რა არის ეს? მტკივნეულია, ცეცხლს ჰგავს, ხომ არ დამწვავს? საფრთხეში ვარ? მე საფრთხეში ვარ, საფრთხეში ვარ..“. და უკვე ეწყება პანიკა, გაქცევა და ნებისმიერი საშუალებით თავის დაცვა უნდა. შეიძლება ღვედის მოხსნა ან მანქანიდან გადახტომა მოინდომოს. რას უნდა ნიშნავდეს ეს აუტიზმის მქონე ბავშვისთვის?
სწორედ ამ მომენტში, როდესაც ბავშვი იწყებს თავდაცვითი ქცევის ამ ფორმით გამოვლენას, სჭირდება მას დახმარების შეთავაზება.დღო -სტანდარტული მიდგომა კი ამას არ ეთანხება.
რატომ არ უნდა მივიჩნიოთ აგრესიული ან პრობლემური ქცევა იმის სიგნალად, რომ ბავშვი, რომელიც სიტყვებით ვერ გამოხატავს თავის მოთხოვნილებებს, მოულოდნელად აღმოჩნდა სტრესულ სიტუაციაში და ადეკვატურად ვერ პასუხობს მას. რატომ არ იყენებთ შესაძლებლობას, დაეხმაროთ კომფორტის პოვნასა და წონასწორობის აღდგენაში?
ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ის გარემო, რომელშიც პრობლემა გაჩნდა, მოვიძიოთ ტკივილის პოტენციური წყარო და ვიფიქროთ დახმარების გზებზე რათა უკეთესად იფუნქციონიროს მომავალში, თუ იგივე სიტუაციაში აღმოჩნდება. ამის გაკეთებას კი მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუ დავფიქრდებით, რა სჭირდება მოცემულ მომენტში ბავშვს და შევწყვეტთ წუხილს მის არასასურველ ქცევაზე.
არცერთი ქცევა არ ხორციელდება „უმიზეზოდ“!!!
ყველა ადამიანი, მიუხედავად შესაძლებლობებისა,იწყებს შფოთვას,როდესაც საფრთხეს გრძნობს.ეს გენეტიკურია.ეს არის ბრძოლის ქცევითი ელემენტი,გაქცევის რეფლექსით, რითაც ევოლოციურმა შერჩევამ ჩვენ საშუალება მოგვცა, გადავრჩენილიყავით როგორც სახეობა.
სწავლა არის ბუნებრივი პროცესი
სწავლა არის ბუნებრივი პროცესი. ეს არის ის, რაც ხდება ჩვენი დახმარების გარეშე. რათქმაუნდა, ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ცვლადები, რომლებიც ხელს უწყობენ სწავლას. ჩვენ შეგვიძლია ამ ცვლადებით მანიპულირება, რომ მივაღწიოთ ისეთი სახით სწავლებას, რომელიც შეესაბამება ჩვენს პირად და სოციალურ მიზნებს. მაგრამ სწავლა ყველაზე ეფექტური მაშინაა, როდესაც ის ბუნებრივად ხდება.
გასაღები არის ის, რომ დაეხმაროთ აუტიზმის მქონე ბავშვებს თავი მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნონ:
ადამიანებს შეუძლიათ ისწავლონ "დიდი ნახტომით".შეუძლიათ ერთდროულად ისწავლონ ბევრი რამ. ეს არ არის ასე მარტივი აუტისტი ბავშვებისთვის. ისინი ძალიან კონცენტრირებულები არიან, რადგან პირველ რიგში, აქცენტს აკეთებენ არაპროგნოზირებადი საგნების პოტენციალზე რომლებიც თითქოს არსაიდან მოდის. თუ კომფორტულად არ გრძნობენ თავს, ყოველთვის თავდაცვის პოზაში რჩებიან და მხოლოდ მცირეოდენის ათვისება შეუძლიათ . მაგრამ თუ მათ აქვთ საშუალება დაისვენონ, თავი იგრძნონ კომფორტულად, უფრო მარტივია გაუღვიძოთ ინტერესი და ისწავლონ სიამოვნებით.
სწავლის პროცესისთვის უსაფრთხოება ყველა ჩვენგანის მოთხოვნაა. მაგრამ თუ საფრთხე გვემუქრება, მისი გამკლავებისა და გაქცევისთვის ვმობილიზდებით.
თუ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ და გაქცევის საჭიროება არ არის, გვაქვს უნარი, რომ დავინტერესდეთ, ვისწავლით სიამოვნებით და კმაყოფილებით. ასე სწავლა ამდიდრებს ცხოვრებას. ეს სწავლების ისეთი მხარეა,რომელიც უნარების, გაგების, ნდობის და კეთილგონიერების ერთობლიობისაგან შედგება.
წყარო:
Comments