1995–96 წლებიდან მოყოლებული, ვსაუბრობთ განვითარების დარღვევებზე და არა აუტიზმზე. აუტიზმი აღარ შედის ფსიქიკურ აშლილობათა ჩამონათვალში, ის უნარშეზღუდულობად ჩაითვალა. ამის განსაზღვრა კი ფსიქიატრების კომპედენცია უნდა ყოფილიყო. წარმოიდგინეთ, ერთ მშვენიერ დღეს ინფაქტის განსაზღვრება და მკურნალობა სახელმწიფომ რომ გვიკარნახოს. ეს დიდი მღელვარების მიზეზი გახდება, კარდიოლოგები უეჭველად ქუჩაში გამოვლენ.
დღესდღეობით სახელმწიფომ თავს მოგვახვია როგორც შეცვლილი ტერმინოლოგია, ასევე კონცეპტუალური ცვლილება ფსიქიკური პათოლოგიებისა და უნარშეზღუდულობის შესახებ. ამავე დროს ცდილობს თავს მოგვახვიოს რეკომენდაციები აუტიზმის მოვლაზე. ნამდვილად დიდი პრობლემა გვაქვს ჯანდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით. ნუთუ სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ გვიკარნახოს როგორ მოვიქცეთ? თუ იმისთვის, რომ ჩვენი გამოცდილება განამტკიცოს? მე ეს უკანასკნელი უფრო სამართლიანად მიმაჩნია. არავინ არ უნდა გვიკარნახოს, რას გავაკეთებთ, ეს უნდა იყოს პროფესიონალების გადასაწყვეტი და ჩარევა კი თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალური. როცა აუტისტი ბავშვი მოდის, ჩვენ იმ ჩარევას ვთავაზობთ, რომელიც საჭიროდ მიგვაჩნია და რომელსაც კონკრეტულ შემთხვევაში უზრუნველვყოფთ. ჩვენ არ შეგვიძლია მკურნალობის წარმართვა მზამზარეული გაიდლაინებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ გვინდა შევინარჩუნოთ რაიმე ღირებული და ცოცხალი აუტისტ ბავშვთან ურთიერთობაში, უნდა გვქონდეს თავისუფლება მეთოდის არჩევაშიც და თერაპიის დაგეგმვაშიც. არა მგონია, რომ დღეს სწორი მიმართულებით მივდიოდეთ. ეს განსაკუთრებით ტერმინოლოგიას ეხება. აუტიზმი მიჩნეული იყო განვითარების დარღვევად (TED), დღეს კი გვთხოვენ, რომ განვსაზღვროთ, როგორც აუტისტური სპექტრის აშლილობა, რაც DSM IV -ის მიხედვით განვითარების დარღვევებში ჯგუფდება და მოიცავს:
განვითარების ტიპიური დარღვევებს (კანერის აუტიზმი, რაც იშვიათად გვხვდება)
ატიპიურ განვითარების დარღვევებს, სადაც შედის რეტის სინდრომი, რომელსაც არაფერი ესაქმება ამ დარღვევებში, ასპერგერის სინდრომი, რომელზეც ვეჭვობთ, არსებობს თუ არა ნამდვილად, ასევე დეზინტეგრაციის სხვადასხვა, მეტ-ნაკლებად გაურკვეველი დარღვევები.
განვითარების არასპეციფიურ დარღვევებს, რაც არც კი ვიცით, რას ნიშნავს. მშობლები გაკვირვებულნი გვეკითხებიან, რას ნიშნავს ასეთი განსაზღვრება და რატომ ჯგუფდება აქ, თუ არც შეფასება ხერხდება და არც განვითარების პერსპექტივა შეგვიძლია განვსაზღვროთ?
ამაზე ღრმად აღარ ვისაუბრებ, მაგრამ თუ ტიპიური, არატიპიური და არასპეციფიური განვითარების დარღვევები ერთ კატეგორიაში ჯგუფდება, შედეგად 100–150 დან 1 ბავშვი აუცილებლად არის ამ დარღვევების მქონე. ახლახან წავიკითხე, რომ ინგლისში 64 ბავშვიდან 1-ია, რაც უზარმაზარი კონტრასტია 50–იან წლებთან შედარებით, როცა 1 ან 2 შემთხვევა გვხვდებოდა 10000 ბავშვიდან. რასთან გვაქვს საქმე ? ბავშვთა აუტიზმის ეპიდემიასთან? პირადად მე ასე არ ვთვლი. ბოლო 10 წლის მანძილზე ამ საკითხებზე რამდენიმე სტატია გამოქვეყნდა, მაგ. Eric Fombonne აღნიშნავდა, რომ საქმე არავითარ შემთხვევაში არ ეხება აუტიზმის ან განვითარების დარღვევების ეპიდემიას. უბრალოდ დენომინაცია მოხდა, გაფართოვდა DSM4 და მასში გაერთიანდა TED ტიპიური, TED ატიპიური და TED არასპეციფიური, დარღვევები, რომლებსაც ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს.
ჩემი აზრით, აუტიზმი, ამ სიტყვის ზუსტი გაგებით, იშვიათია. შესაძლოა, რომ ბევრ ბავშვს ნამდვილად ჭირდება დახმარება, შესაძლებელია ამის საშუალება არ გვაქვს, მაგრამ ფუნდამენტური შეცდომაა სხვადასხვა ტიპის პათოლოგიების ერთმანეთში აღრევა. 20–30 წლის წინ გვქონდა პროგრესი ნოზოლოგიაში, როცა მოხდა პათოლოგიათა დიფერენცირება. მათი კვლავ ერთმანეთში აღრევა არის რეგრესი და აქვს ლობისტური, და არა სამეცნიერო პერსპექტივა. თუ ჩავთვლით, რომ 100–150 ბავშვში 1-ს ჭირდება სწავლისა და აღზრდის სპეციალური მეთოდი, ეს იქნება პოლიტიკურ- კომერციული და არა მეცნიერული და კლინიკური ინტერესების გატარება. ზუსტად არსებული აღრევა და ბუნდოვანება მიშლის ხელს ვუპასუხო კითხვას, თუ რა ჩარევას საჭიროებს აუტისტი ბავშვი. ამიტომ ახლა მე ვილაპარაკებ აუტიზმზე, ამ ტერმინის ზუსტი მნიშვნელობით, და არა განვითარების ატიპიურ ან არასპეციფიურ დარღვევებზე, რაც სხვა პრობლემას წარმოადგენს და მათი ერთმანეთში აღრევა დაუშვებელია. მე ვთვლი, რომ მეცნიერების განვითარება გულისხმობს დიდი კატეგორიიდან მცირე კატეგორიების გამოკვეთას, ჩვენ კი რას ვხედავთ: სხვადასხვა კატეგორია, რომლებსაც ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს, ერთმანეთშია აღრეული და გაერთიანებული. დაბოლოს, რა ადგილი ენიჭება ბავშვთა ფსიქიატრიას ჩარევაში? მე ვარჩიე მუშაობა პარიზის Necker-ის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც მკურნალობის წარმოებისთვის შეფასებას დიდ ყურადღებას უთმობენ. რა თქმა უნდა, ძალიან ღირებულია ადრეული დიაგნოსტიკა და შეფასება, მაგრამ არც ერთი კლინიკა არ არსებობს მხოლოდ შეფასების გასაკეთებლად. ძალიან საშიშია ტენდენცია, რომ შეფასება ხდება ერთგან, ხოლო მკურნალობა მეორეგან.მკურნალობასა და შეფასებას შორის ძალიან მჭიდრო კავშირი არსებობს. შეფასება იმიტომ კი არ არის საჭირო, რომ შეფასების პროცესით დავტკბეთ. მისი მიზანია, შევძლოთ თერაპიის არჩევა და მკურნალობის სტრატეგიის დადგენა. ეს ორი რამ მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთი მეორეს გარეშე არ არსებობს.
Bernard GOLSE
Pédopsychiatre-Psychanalyste (Membre de l’Association Psychanalytique de France) / Chef du service de Pédopsychiatrie de l'Hôpital Necker-Enfants Malades (Paris) / Professeur de Psychiatrie de l’enfant et de l'adolescent à l'Université René Descartes (Paris 5) / Inserm, U669, Paris, France / Université Paris-Sud et Université Paris Descartes, UMR-S0669, Paris, France / LPCP, EA 4056, Université Paris Descartes / CRPMS, EA 3522, Université Paris Diderot / Membre du Conseil Supérieur de l’Adoption (CSA) / Ancien Président du Conseil National pour l’Accès aux Origines Personnelles (CNAOP) / Président de la section française de l’AEPEA (Association Européenne de Psychopathologie de l’Enfant et de l’Adolescent) / Président de l’Association Pikler Loczy-France / Président de l’Association pour la Formation à la Psychothérapie Psychanalytique de l’Enfant et de l’Adolescent (AFPPEA)
Comments